სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ წინასააღდგომოდ საწარმოო და სარეალიზაციო ობიექტების შესწავლისას, სამცხე-ჯავახეთში კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტომ ჩვენი კითხვების საპასუხოდ მოგვაწოდა.
ამავე წყაროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთში შეისწავლეს 1 კვერცხის საწარმო და საკონდიტროები. კონკრეტულად რამდენი ობიექტი – ვერ გვიზუსტებენ.
“1 კვერცხის საწარმო და საკონდიტროები შეამოწმეს, კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. მხოლოდ ერთი დააჯარიმეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არ ქონის გამო, რომელიც არაა კავშირში სურსათის უვნებლობასთან,” – გვეუბნებიან სააგენტოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წინასააღდგომოდ საქართველოს მასშტაბით ყველა სარეალიზაციო ბაზარს და საწარმოებს ამოწმებდნენ.