“ბორჯომის” ქარხნებიდან 49 თანამშრომელი გაათავისუფლეს – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია, “IDS ბორჯომი საქართველო” ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, მიზეზი დასაქმებულების მხრიდან, კომპანიის შეთავაზებულ პირობებზე უარია.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიამ დასაქმებულებს შესთავაზა მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა, რაზეც დასაქმებულები არ დათანხმდნენ და შედეგად რეორგანიზაცია დაიწყეს.
კომპანიის განცხადებით, დასაქმებულების დიდმა ნაწილმა უკვე მოაწერა ხელი ახალ ხელშეკრულებებს, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში მოაწერს.
შეგახსენებთ, რომ „IDS ბორჯომი საქართველომ“ დასაქმებულებს, შეთავაზებული პირობებით შედგენილი ხელშეკრულების გასაცნობად და ხელმოსაწერად ვადა 3 მაისამდე მისცა. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, კომპანია რეორგანიზაციას აანონსებდა.
“რა ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულის ბრალია, რომ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი არის სანქცირებული” – ასე ეხმაურება კომპანიის გადაწყვეტილებას საქართველოს პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლობა. მათი ცნობით, ქარხნიდან გათავისუფლებული 49 თანამშრომლის ხარჯზე, კომპანია მანიპულირებს და ეკონომიის გაკეთებას ცდილობს.
გიორგი დიასამიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე არც თვითონ და არც დასაქმებულებმა არ იციან, კონკრეტულად ვინ გაათავისუფლეს.
აქვე გეტყვით, რომ კომპანიის რუსი მფლობელი, მიხაილ ფრიდმანი სანქციებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაექვემდებარა. აღნიშნულის შედეგად ჩამომსხმელმა ქარხნებმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. ქარხნებში 1 000-მდე პირია დასაქმებული.
«ბორჯომის» ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები ხვალიდან მედიაციის პროცესს დაიწყებენ — პროფკავშირი
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომლები მუშაობის განახლებას ითხოვენ
საირმეს და ბორჯომის მინერალური წყლის რუსი მფლობელები — IDFI
ბორჯომი მინერალური წყლის ჩამოსხმას აჩერებს — რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები