ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ბაგრატ კარაპეტოვი
ნაილა უზნალოვა წალკაში, სოფელ არჯევარ-სარვანში ცხოვრობს. 2 წელია თანასოფლელების ნაწილის მსგავსად უწყლობის პრობლემა აქვს. სოფელში წყალი მხოლოდ ცენტრში მოდის, ისიც გრაფიკით. ცენტრამდე მანძილი ნაილას სახლიდან დაახლოეიბთ 30 კილომეტრია. მიუხედავად სუსტი ჯანმრთელობისა ოჯახის წყლით მომარაგება მას უწევს.
ოფიციალური მონაცემებით, არეჯავან-სარვანში 150 ოჯახი ცხოვრობს. აქედან თითქმის ნახევარს, 70 ოჯახს წყალი არ აქვს. როგორც ადგილობრივები გვიყევბიან საკუთარ ეზოში ჭის მოწყობის საშუალება არ გააჩნიათ. ჭისთვის ძრავის შეძენა 600 ლარამდე ჯდება.
მერის რწმუნებული არჯევარ-სარვანში, აკიფ აშრალოვი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ სოფელში წყლის პრობლემა არსებობს და გვეუბნება, რომ წყლის მილების გაყვანა უახლოეს მომავალში დაიწყება. Იგივეს გვეუბნება საფინანსო სამსახურის უფროსი ამირან საყვერელიძე.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, წალკის მერიამ სოფ. არსარვანში ჭაბურღილის, მაგისტრალური მილსადენის და სოფ. ბარეთის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის მოწყობისთვის ტენდერი 25 ივლისს 660 ათას ლარზე გამოაცხადა.
თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და 18 აგვისტოს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა: ბილდინგ-დეველოპერმა და შპს ჰიდროგეომ მიიღო.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო, თუმცა ტენდერში გამრჯვებული ჯერ კიდევ არ შერჩეულა.
როგორც გაირკვა, ერთ-ერთ პრეტენდენტს შპს ჰიდროგეოს დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიენიჭა და კომპანიამ ეს 7 სექტემებრს დავების საბჭოში გაასაჩივრა.
დავების საბჭო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დაქვემდებარებაშია. როგორც სააგენტშო გვითხრეს, საჩივარი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილება
წალკის სოფლებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით ჩვენმა რედაქციამ საჯარო ინფორმაცია წალკის მერიიდან მაისში გამოითხოვა.
მერიისგან მიღებული ინფორმაციით, წყალმომარაგების სამუშაოები წალკაში 29 სოფელში განხორციელდა. ესენია: ხარება, კოხტა, ბარეთი, ჩივთკილისა, ბეშთაშენი, ბერთა, თრიალეთი, აშკალა, კუში, ახალშენი,ავრანლო, ბურნაშეთი, კიზილ-კილისა, კავთადაშბაში, წინწყარო ჩრდილისუბანი, რეხა, ხანდო, ლივადი, თამალა-ხარაბა, სამება, საბეჭის, გუმბათი, კაბური, ოზნი, ხაჩკოვი, იმერა, Ჩოლიანი. ამ ჩამონათვალში არ არის სოფელი არჯევან-სარვანი
წალკის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, იმ სოფლებისთვის, რომლებშიც საერთოდ არ არის გაყვანილი წყლის სისტემა, ან წლებია არ ჩატარებია რეაბილიტაცია, მერია 180 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.
ხოლო, მწყობრიდან გამოსული წყლის მილების და ტუმბოების შეკეთება/ გამოცვლისთვის ნახევარ მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.