ასპინძაში, შუა ხნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი კისრის არეში, ცივი იარაღით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლო ექსპერტი, დავით მერაბიშვილი გვიდასტურებს.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას ერთ-ერთმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს კისრის არეში ჭრილობები მიაყენა. უწყების განცხადებით იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დაბა ასპინძაში დააკავეს.
ასპინძაში შუახნის კაცი სავარაუდოდ მოკლეს
გამოძიება სსკ-ს 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.