ასპინძის კლინიკაში გვიდასტურებენ, რომ შუახნის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს, თუმცა კლინიკაში გვეუბნებიან რომ ამ მომენტისთვის ის უკვე გარდაცვლილი იყო და ჰქონდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები.
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც დეტალებს არკვევს.
პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს ექსპერტი დავით მერაბიშვილი. იგი ჩვენთან საუბარში ამბობს რომ გვამს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია.
დაიწყო თუ არა გამოძიება ჩვენი რედაქცია პასუხს შსს-გან ელოდება.
თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია “სამხრეთის კარიბჭემ”გაავრცელა. მათივე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარია მკვლელობა.