ასპინძაში 15 შინაურ ცხოველს ბრუცელოზი დაუდასტურდა – სეს

May 31, 2023

ბრუცელოზის დამატებითი შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში, – ამჯერად დაავადება ასპინძის სოფელ ორგორაში 15 მსხვილფეხა პირუტყვს და 3 ცხვარს დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში გვიდასტურებენ.

ამავე წყაროს ცნობით, სოფელში მიმდინარეობს ვეტერინარული კვლევები.

აქვე გეტყვით, რომ ასპინძის სოფელ საყუდებელში ბრუცელოზის 12 გამოვლენილი შემთხვევის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. დამატებით კიდევ ერთი შემთხვევა ახალციხეში არასრულწლოვანს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით დაავადებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 


როგორ აფასებს მომხდარს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ეროვნული გუნდის ლიდერი, მიშა სოხაძე – ვნახოთ ვიდეო.