ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 4 173 600 ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარიც დაუჭირეს.
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი, საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტრუქტურა, განათლება კულტურა და ჯანდაცვაა, შესაბამისად თანხის ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებებზე გაიწერა.
- ინფრასრუქტურა – 513 300
- სკოლამდელი განათლება – 300 000
- კულტურა,რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 651 000
- მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 396 000