ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში ;
ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში;
უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში – ეს გადაწყვეტილებები, მიმდინარე წლის 2 აპრილს გამართულ მინისტერიალზე მიიღეს, რომელიც პირველად ინტერნეტ სივრცეში შედგა.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ალიანსის და წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში? როგორ აისახება ნატოს მიერ შავ ზღვაზე დაგეგმილ წვრთნებში ჩვენი სამხედროების მონაწილეობა? კითხვებზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ლაშა ძაბისაშვილი გვპასუხობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანთან.
მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებების გაცხადებული მიზანია უკრაინასა და საქართველოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.