“აფეთქების შემდეგ” – რა ვიცით “სმარტში” მომხდარ აფეთქებაზე

January 31, 2025

“აფეთქების შემდეგ” – რა მოხდა და რა ვიცით “სმარტში” მომხდარ აფეთქებაზე

გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას

როგორ გამოიყურება აფეთქების შემდეგ სუპერმარკეტი “სმარტის” მიმდებარე ტერიტორია:

ტექსტი:

“ვისოლ” ჯგუფში არ იციან მიზეზი თუ რამ გამოიწვია აფეთქება, მათი სუპერმარკეტ

 “სმარტის” ახალციხის ფილიალში. აქ, ისევე როგორც შსს-ში მხოლოდ იმას გვეუბნებიან რომ მიმდინარეობს მოკვლევა. 

აფეთქებამ დააზიანა როგორც სუპერმარკეტის შენობა, ასევე მიმდებარედ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მაღაზია.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. 

რა მოხდა, გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას

ძლიერი აფეთქების ხმა ახალციხელებმა გუშინ დაახლოებით 11-ის ნახევრისთვის საათისთვის გაიგეს, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, ხმა თითქმის მთელს ქალაქს მოედო. 

ჩვენს გადამღებ გუნდს ადგილზე უთხრეს, რომ აფეთქება სუპერმარკეტის მეორე სართულზე მოხდა და შემთხვევას მსხვერპლი და დაშავებული არ ჰყავს. აქვე გავარკვიეთ, რომ აფეთქების დროს, მეორე სართულზე მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც სამართალდამცავებმა უვნებელი გამოიყვანეს. 

II დღე 

აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. სახლებს ჩამომტვრეული აქვს ფანჯრები, დაზიანებულია სახურავები, კარები და შიდა სივრცე. 

ერთ-ერთი დაზარალებული, ხათუნა ჩოგოვაძე ჩვენთან ინტერვიუში საშიშ საცხოვრებელ გარემოზე მიუთითებს, რადგან მისი და მისი მეზობლების თქმით, სუპერმარკეტში აფეთქება რამდენიმე წლის წინაც მოხდა, თუმცა არა ამ მასშტაბის. აღნიშნულს უარყოფენ “ვისოლ” ჯგუფში. 

“ვისოლ” ჯგუფი”

რამ გამოიწვია აფეთქება და რამდენად არის დაცული როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომხმარებლების უსაფრთხოება? – ჩვენ კითხვებით “ვისოლ” ჯგუფს დავუკავშირდით. აქ ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო მოგვწერეს, რომ ამ დროისთვის არ იციან რამ გამოიწვია აფეთქება.

ასევე აქ გვეუბნებიან, რომ მიაპყრობინებს დაზიანებული სივრცეების აღწერა, რომ დაზარალებულებს ზარალის აუნაზღაურონ. 

“მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი სამსახურების მიერ და როგორც კი გვეცოდინება დასკვნა სიამოვნებით გაგიზიარებთ. გარდა შიდა უსაფრთხოების რეგულაციების დაცვისა, რომელსაც კომპანიის შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებს, ჩვენ რეგულარულად გავდივართ გარე შემოწმებასაც შესაბამისი სამსახურების მიერ, რომ მოვახდინოთ მსგავსი შემთხვევების პრევენცია.”

“სმარტის” შენობას რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, რეაბილიტაცია შიდა ინტერიერს ჩაუტარდა და სამუშაოები არ იყო შემხებლობაში იმ ტერიტორიაზე, სადაც აფეთქება მოხდა. 

შრომის ინსპექცია 

დაიწყო თუ არა შრომის ინსპექციამ საკითხის შესწავლა? – ამ კითხვებით უწყებას დავუკავშირდით, აქ გვეუბნებიან, რომ “შესაბამისი მითითებების გასაცემად, ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას.”

შსს

დაიწყო თუ არა ექსპერტიზა მიზეზის დასადგენად? – შსს-ში ვერ აზუსტებენ და გვეუბნებიან, რომ გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზაც არიოს დაგეგმილი. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240​-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც   ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.