აქციაზე 20 პირი დააკავეს, მათ შორის ამერიკის და რუსეთის მოქალაქეები – შსს

May 13, 2024

“რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციამ, პარლამენტთან 20 პირი დააკავა, მათ შორის არიან ამერიკის და რუსეთის მოქალაქეები, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევის გამო დააკავეს.

სოციალურ ქსელში და სხვადასხვა მედიის მიერ ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ სცემენ სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს, მათ შორის უკვე დაკავებულ და ხელებშეკრულ ადამიანს.

ფოტო: რადიო თავისუფლების ლაივიდან