ნამდვილად გამოიყენეს თუ არა “ქართული ოცნების” წევრებმა კამიტი აქციების დროს მოქალაქეთა წინააღმდეგ? – აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებმა, ადმინისტრაციას წერილობით მიმართეს, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა “Independence Avenue Media”-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
საუბარია BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმზე, რომელშიც მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თბილისში, დემონსტრანტების წინააღმდეგ, შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენეს.
“ქართული ოცნება” აღნიშნულს უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს. სუს-მა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს, მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ არა „ბი-ბი-სის“ მიერ ნახსენები „კამიტი“, არამედ „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი” – ცრემლსადენი გაზი CS, მის გასახსნელად კი “პროპილენ გლიკოლის” ხსნარი გამოიყენა.
გთავაზობთ ინტერვიუს