აღდგომა ბერძნულ-ქართულ ოჯახში #წალკა

April 15, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

წალკის სოფელ კოხტაში ოფიციალური მონაცემებით, 228 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის არიან ეკომიგრანტები აჭარიდან, ეთნიკურად: ბერძენი, სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები.

სოფელი, ეთნოსთან ერთად, მრავალფეროვანია რელიგიურადაც.

აქ გასულ კვირას აღდგომა სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრებმა იზეიმეს, დღეს დაახლოებით იგივე ტრადიციებით რელიგიურ რიტუალს სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლები ასრულებენ. 

სოფელი კოხტა წლების წინ უმეტესად ბერძნებით იყო დასახლებული. მას სახელიც ბერძნული ჰქონდა – “ახალიკი”, რაც ამას ნიშნავს.

სოფელს სახელწოდება პრეზიდენტის ბრძანებით 2010 წელს შეეცვალა და კოხტა დაერქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ბერძენთა დიდმა ნაწილმა წალკა წლების წინ დატოვა, აქ ქართულ-ბერძნულ ოჯახებს კვლავაც შეხვდებით. 

მატვეი ლეონოვი და ბუკა ბოლქვაძე 17 წლის წინ დაქორწინდნენ.  აღდგომას მართლმადიდებლური კალენდრით აღნიშნავენ.

კოხტაში, ოფიციალური მონაცემებით, მოსახლეობის 73 % ეთნიკურად ქართველია, 15 % ეთნიკურად აზერბაიჯანელი, 9%  ეთნიკურად ბერძენი, ასევე  ცხოვობს 2 ეთნიკურად სომეხი ოჯახი.