აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით, რიჟვაძე 7 ივლისს საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მიიყვანეს, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. იგი ამჟამდ თბილისის პიველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.
ამავე წყაროს ცნობით, ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შსს-ს ცნობითვე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ივლისიდან იყო. იგი 2025 წლის 4 აპრილს თანამდებობიდან გადადგა.