Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია – შსს

July 7, 2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ამავე წყაროს ცნობით, რიჟვაძე 7 ივლისს საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მიიყვანეს, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. იგი ამჟამდ თბილისის პიველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება.

ამავე წყაროს ცნობით, ყოფილ მაღალჩინოსანს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. შსს-ს ცნობითვე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი.

თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლის ივლისიდან იყო. იგი 2025 წლის 4 აპრილს თანამდებობიდან გადადგა.