სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალებას უკვე ერთ კვირაზე მეტი ხანია სწავლობს, თუმცა დასკვნა ჯერჯერობით უცნობია.
ჩვენს კითხვაზე როდის გახდება დასკვნა ცნობილი უწყებაში გვეუბნებიან, რომ ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე სხვადსხვა სახის კვლევები მიმდინარეობს.
“კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად დღეს ვერ გამოქვეყნდება დასკვნა,” – გვეუბნებიან უწყებაში.
სამხარაულის ბიურომ მოგვიანებით ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა სადაც აღნიშნავდნენ: “გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.”
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაანონსა, რომ დასკვნის შედეგები 26 მარტს უნდა გამხდარიყო ცნობილი.
Toktv.ge