დეზინფორმაციის მზარდი ნაკადის და ანტიდასავლური გზავნილების ფონზე ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, ტრეინინგი, სასწავლო ტური ხორციელდება, როგორც მთავრობის ისე არასამთავრობო სექტორის მიერ.
ამავე მიზნით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლა. მათთვის საინფორმაციო ტური მოეწყო.
შეხვედრაზე თამარა წულეისკირმა ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით ცენტრის აქტივობებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით ეთნიკური მოსახლეობით დასახლებული რეგიონებიდან ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
__________________________________________________
პროექტს, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.