ახალგაზრდები თემის განვითარებისთვის – საგრანტო კონკურსი ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და წალკაში მცხოვრებლებისთვის

September 20, 2023

თუ გაქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია ან ხართ საინიციატივო ჯგუფი და გსურთ თქვენი რეგიონის განვითარების “ჭაპანი ზიდოთ” მაშინ ეს ნიუსი შენთვისაა.

ასოციაცია “ტოლერანტი” სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, წალკა) მომუშავე ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობას აძლევს თემში არსებული პრობლემების შესახებ ადვოკატირება დაიწყონ, რომლისთვისაც საგრანტო კონკურსია გამოცხადებული. 

სარეგისტრაციო ფორმა:

პროექტის, „ადვოკატირების კამპანიების მხარდაჭერა თემის განვითარებისათვის“ მიზანია ადგილობრივ თემებში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მიღწევა ადვოკატირების გზით.

საგრანტო იდეების მიღება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდეა შესაძლებელი. შემდგომში, შერჩეულ აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ და წარადგინონ სრული საპროექტო განაცხადი 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.

გამარჯვების შემთვევაში საგრანტო თანხა 250-300 ინგლისურ ფუნტს შეადგენს.

ახალგაზრდული ორგანიზაციები ან/და საინიციატივო ჯგუფები ადვოკატირების კამპანიებს დაიწყებენ 1 ნოემბრიდან. გრანტების განხორციელების ვადაა 2 თვე.

განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან შეკითხვები განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით და მიიღონ საჭირო ინფორმაცია 27 სექტემბერს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე. შეხვედრაზე დასწრებისათვის მსურველებმა 25 სექტემბრამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ ბმულზე:  https://forms.gle/KSZBomNhPKtS5G1FA

ასევე დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ, შეკითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: asociacia.toleranti@gmail.com.

კონკურსი ცხადდება პროექტის „ახალგაზრდული ინოვაციები თემში წარმატებული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით.