Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

ახალგაზრდები, რომლებიც მწვანე ცვლილებებს ქმნიან #ხობი და ფოთი

March 2, 2026

ლუკა ქარცხია, 16 წლისაა. იგი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ცხოვრობს და იქვე, მეორე საჯარო სკოლაში სწავლობს. 

ლუკამ, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” (CENN – სენი) მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო და 35-მდე საკონკურსო თანატოლთან ერთად “მწვანე ჩემპიონების” რვა თვიანი პროგრამა გაიარა. 

იდეების კონკურში ლუკას იდეა 9 საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა და უკვე მეექვსე თვეა მის სკოლაში მზის პანელები დაამონტაჟა. შედეგად თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუქი ჩაქვრება, მის საკლასო ოთახში ელექტროობა, სკოლის მთელ ტერიტორიაზე სამეთვალყურეო კამერები და სკოლის ზარი მაინც იმუშავებს, რადგან სწორედ ეს მოწყობილობები გადავიდა მზის ენერგიაზე.

განხორციელებისთვის გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამოყოფილი დაფინანსების გარდა, პანელების შესყიდვაში მნიშვნელოვანი შეღავათი და დახმარება კომპანია Luxon Power-მა გაუწია. უფასოდ დაამონტაჟა პანელები და მათი სრულფასოვანი მუშაობისთვის საჭირო სხვა მოწყობილობები, თან იმ პირობით, რომ მზის ელექტრო ენერგიისგან დაზოგილი თანხით, იმავე სკოლაში, გარემოსდაცვით მიმართულებით პროექტს კვლავ განახორციელებენ.

“მინდოდა ჩემი იდეა დაფინასნებულიყო არა იმიტომ, რომ პროექტის გამარჯვებული ვყოფილიყავი, არამედ – რაღაც წვლილი შემეტანა კაცობრიობის განვითარებაში,” – ანასტასია ღვინჯილია. 

კიდევ ერთი მოსწავლე, რომელმაც სენის მცირე ინიციატივების კონკურში გაიმარჯვა, ქალაქ ფოთის #5 სკოლის  მოსწავლე, ანასტასია ღვინჯილიაა. მისი იდეა ერთ-ერთი ინოვაციურია, რადგან მიზნად კალმების და რვეულების ჩანაცვლებას ისახავს. რვეულების ჩანაცვლება კი თავის მხრივ ხის გაჩეხვას შეამცირებს, ხოლო, კალმების ჩანაცვლება – პლასტმასის წარმოებას.

“ეკო კალმ-დაფები” ასე ჰქვია მის სტარტაპ იდეას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსდა. როგორც ანასტასია გვეუბნება, “კალმ-დაფები” 100% -ით ეკოლოგიურია, მუშაობს მზის პანელზე, მისი ყველა დეტალი არის გადამუშავებადი და შეუძლია კალმების და რვეულების  ჩანაცვლება. მართალია, დროის სიმცირის გამო ზუსტად ის, რაც გეგმაში ჰქონდა ანასტასიამ ვერ გააკეთა, თუმცა, ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მიახლოებული პროტოტიპი დამზადდა, რომელიც სამომავლოდ მუშაობას გაამარტივებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის მოსწავლე ვარ და შეხება მქონდა კალმებთან და რვეულებთან, რაღაც წვრილმანს ვეძებდი, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა გარემოზე და აქამდე ვერავინ ვერ ამჩნევდა. ამიტომ დამებადა იდეა, რომ დამემზადებინა ეკო “კალამ-დაფები”, რომლებიც არის 100% -ით ეკოლოგიური, მუშაობს მზის ენერგიაზე, მისი ყველა დეტალი არის გადამუშავებადი და შეუძლია კალმების და რვეულების  ჩანაცვლება,” – გვეუბნება 15 წლის ინოვატორი. 

მწვანე ჩემპიონები

ხობსა და ფოთში მწვანე გარდაქმნა თეორიას გასცდა და პრაქტიკულ რეალობად იქცა. ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდები გახდნენ, რომლებმაც საკუთარი იდეებით, ტექნოლოგიებითა და ჩართულობით აჩვენეს, რომ გარემოსდაცვითი ცვლილებები ადგილობრივ დონეზე იწყება.

როგორც CENN-ის პროექტების მენეჯერი, ნინო თევზაძე გვეუბნება, პროექტის ფარგლებში გაიმართა 4 საინფორმაციო სასწავლო სესია, ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების და სხვა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით, რომელმაც ხობის და ფოთის მუნიციპალიტეტების ყველა სკოლა მოიცვა. შემდეგი ეტაპი ბულაჩაურის ბანაკში 6 დღიანი სასწავლო კურსი იყო, სადაც მონაწილეობის სურვილი 83-მა მოსწავლემ გამოთქვა.

საბოლოო ჯამში ბანაკში მონაწილეობის მისაღებად 14 საჯარო სკოლის საუკეთესო 35 მოსწავლე “მწვანე ჩემპიონი” შეირჩა, ხოლო იდეების კონკურსში ჯამში 20 განაცხადი შევიდა.

იდეების კონკურში კი 10-მა ინიციატივამ გაიმარჯვა და თითოეულს 1,000 დოლარის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწია. იდეების განხორციელებაში თითქმის ყველა “მწვანე ჩემპიონი” იყო ჩართული.

ახალგაზრდული ლიდერობა და გოგოები – მწვანე გარდაქმნის ლიდერები

მწვანე ჩემპიონების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული 10-მდე ინიციატივიდან 60% გოგონების ხელმძღვანელობით განხორციელდა. პროგრამამ 12 სკოლის 35 მოსწავლე აღჭურვა , (მათ შორის 26 გოგო) კლიმატის ცვლილების, ენერგოეფექტიანობისა და წრიული ეკონომიკის ცოდნით, რაც მათ საშუალებას აძლევს, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმაციის აქტიური გამავრცელებლები გახდნენ საკუთარ სკოლებსა და თემებში.

“მწვანე ჩემპიონების” პროგრამის ფარგლებში, გოგოების მიერ განხორციელებულმა ექვსმა ინიციატივამ სკოლებში მნიშვნელოვანი მწვანე და მდგრადი ცვლილებები მოიტანა.

გოგოებმა განახორციელეს შემდეგი პროექტები: 

1.     „შექმენი შენი პერსონალური მწვანე ჩანთა“ (გადამუშავებადი ჩანთებისა და წყლის ბოთლების შექმნა და ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვასა და ცირკულარულეკონომიკაზე);

2.     „მწვანე ნაბიჯი“ (ესეების კონკურსი, გამწვანების აქტივობები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პოსტერები მდგრადი და არამდგრადი მომავლის ილუსტრირებისთვის);

3.     „ეკო აქტივობა“ (ციფრული “სთორითელინგი” და მოკლე ვიდეოები მდგრადობის, ნარჩენების შემცირებისა და ენერგიის პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ);

4.     „მწვანე ინოვაციების ლაბორატორია“ (მცენარეების შესახებ QR-კოდიანისაგანმანათლებლო ბანერები და ღია საკლასო სივრცის მოწყობა);

5.     „ეკო კალამი და ტაბლეტი“ (ეკომეგობრული ციფრული საწერი ინსტრუმენტის პროტოტიპი ქაღალდის, პლასტიკისა და მელნის გარეშე სწავლებისთვის);

6.     „თორსის სკოლის გამწვანება“ (სკოლის ეზოს გარდაქმნა მწვანე სარეკრეაციო სივრცედ მცენარეებითა და ნარჩენების ურნებით).

ეს გოგოები თავიანთ სკოლებში მწვანე და მდგრადი ცვლილებების ლიდერები არიან – ისინი აერთიანებენ გარემოსდაცვით ცნობიერებას, ინოვაციასა და პრაქტიკულ მოქმედებას, რითაც ქმნიან უფრო ეკომეგობრულ და პასუხისმგებლიან სასწავლო გარემოს.

რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?

ხობსა და ფოთში განხორციელებულმა ახალგაზრდულმა ინიციატივებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მხოლოდ მონაწილეობის ფორმა არ არის, ეს არის რეალური ძალა, რომელიც ქმნის მდგრად ცვლილებებს. პროექტმა გააერთიანა განათლება, ინოვაცია და პრაქტიკული მოქმედება, შექმნა ადგილობრივი პასუხისმგებლობა და გააძლიერა ახალგაზრდების როლი მწვანე გარდაქმნაში.

პროგრამა „მწვანე ჩემპიონები”, CENN-მა, გაეროს განვითარების პროგრამის და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტის “მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება” ფარგლებში.