ელექტრონული ბიბლიოთეკა, აგრარული რუკა, ინფორმაცია სტიქიური მოვლენების სტატისტიკის შესახებ, ფერმერთა გადამზადების სასწავლო დაწესებულებები, სადაზღვეო კომპანიები და მათი ტარიფები მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე – ამ ინფორმაციაზე წვდომა ფერმერებს უკვე ახალი ვებ პორტალიდან შეეძლებათ.
ინფორმაციის გავრცელების მიზნით კი დღეს ახალციხეში სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივ სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ.
ორგანიზაციის რეგიონალური წარმომადგენელის, ლაშა შალამბერიძეს თქმით, საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურები 7 ივლისიდან დაიწყებენ სოფლებში სიარულს და ინფორმაციის გავრცელებას.
შეხვედრა ახალციხეში ორ ეტაპად გაიმართა, სადაც სოფლის რწმუნებულები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტებიდან იმყოფებოდნენ.
ვებ გვერდი elibrary.mepa.gov.ge ევროკავშირის მხარდაჭერით, ენპარდის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.