ახალი “კანონების” ანბანური სიმარტივე

April 11, 2025

ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები არა გრანტის მიღებას ზღუდავს, არამედ “გამჭვირვალობისთვისაა” – ამის შესახებ ლაზარაშვილმა ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ გვითხრა. 

რა წერია კანონში, მაუწყებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 1-ელი აპრილიდან შევიდა? – ნახეთ ვიდეო

გარდა ზემოხსენებული ცვლილებისა, “ქართულო ოცნების” პარლამენტი გეგმავს ცვლილებები შეიტანოს “გრანტების შესახებ” კანონშიც, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ  უცხოური დონორებისგან გრანტების მიღება მხოლოდ „ქართული ოცნების“ მთავრობის თანხმობით იქნება შესაძლებელი. 

არსებული ინფორმაციით, ცვლილებები დაჩქარებული წესით ერთ კვირაში მიიღება და „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერისთანავე შევა ძალაში.

როგორ აისახა და აისახება “მაუწყებლობის შესახებ” და “გრანტების შესახებ” კანონებში ცვლილება მედია ორგანიზაციებზე და რა საფრთხის წინაშე აყენებს მაუწყებლებს? – გვესაუბრება ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დამფუძნებელი, ნათია კუპრაშვილი.