გარდაბანში, სოფელ ახალ კუმისში მოსახლეობა გზის შეკეთებას, ელექტრო ენერგიის მიწოდების გამართვას და სამედიცინო ამბულატორიის გახსნას ითხოვს. სოფელში 60-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
მათი ნაწილი სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ამ ფორმით მათი პრობლემებისათვის მეტი ყურადღება მოითხოვეს. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ პრობლემების მოსაგვარებლად არაერთ უწყებას მიმართეს, მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიას.
რას გეგმავს გარდაბნის მერია და რამდენად არის მათთვის ცნობილი ახალ კუმისში მცხოვრებთა პრობლემების შესახებ? კითხვებით უწყებას მივმართეთ, გვითხრეს რომ სოფელ ახალ კუმისში გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია და პირველადი სამუშაოებიც ჩატარებულია, მათ შორის გზა გასულ წელს მოიხრეშა და მომზადდა ასფალტის დასაგებად.
რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, მერიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია მათი მოწყობა ათამდე სოფელში. კონკრეტული ვადები უცნობია.
რაც შეეხება ამბულატორიას? გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანარი მურადოვი ამბობს, რომ ახალ კუმისში მცხოვრებთა პრობლემებს იცნობენ და მათი მოგვარებისათვის ჰქონდათ ინიციატივებიც, თუმცა უშედეგოდ.