მას შემდეგ, რაც ნინოწმინდა- ბავრას გამშვები პუნქტი ამოქმედდა ახალქალაქიდან სომხეთში წასვლის მსურველი 522 პირი დარეგისტრირდა. ინფორმაციას ახალქალაქის მერიაში გვიდასტურებენ.
მერის, იურიკ უნანიანს თქმით, ქვეყნიდან სომხეთის მიმართულებით წასვლის მსურველთა რაოდენობა მაღალია და ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
“დღეში სავარაუდოდ 50-60 პირი რეგისტრირდება. გაზაფხულზე იწყება მუშაობის სეზონი და წამსვლელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება,” – ამბობს უნანიანი.
იგივე ინფორმაციის მიღება ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდანაც ვცადეთ, თუმცა მერი, ანივარდ მოსოიანი ჩვენს ზარებს რამდენიმე დღეა არ პასუხობს.