ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ამჟამად ახალქალქის წმინდა სამების მონასტერში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მიტროპოლიტმა გაავრცელა.
“არავითარი ნიშნები იმისა, რომ დავსუსტდი, ძალა აღარ მაქვს , მოტივაცია არ მაქვს ცხოვრების თუ საქმის კეთების მასე არ არის და მინდა გითხრათ , რომ ძალიან ინტენსიურად ვაგრძელებ და ზუსტად ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც აქამდე ვაკეთებდი,” – ამბობს მიტროპოლიტი.
ასევე, ამბობს, რომ დაინფიცირება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც იცოდა, რომ მანამდე ინფიცირებული იყო მონასტრის სტიქაროსანი და მოძღვარი.
ნახეთ ვიდეო