ახალქალაქის მერს იურიკ უნანიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს ნაირი ირიციანს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გაიოზ ლომიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ,- ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ავეტის ტონაკანიანმა დაგვიდასტურა.
TOK TV განაგრძობს საკითხზე მუშაობას.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის 262 შემთხვევაა გამოვლენილი.