ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც მერია 60 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გათვალისწინებულია მინი მოედნის მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.
წინადადებების მიღება, 1-9 სექტემბერს იწარმოებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში უნდა შეასრულოს.