ახალქალაქში 36 წლის დაჭრილი მამაკაცი მკურნალობას თბილისის კლინიკა “ვივამედში” განაგრძობს. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, მას რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდის და მუცლის არეში. ასევე, აღენიშნება კიდურის ძვლების მოტეხილობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკა “ვივამედის” კლინიკური მენეჯერი ზურაბ ჩხაიძე გვეუბნება, რომ პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ წუხელ გვიან, ახალქალაქის ცენტრში გასროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა.
შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის19-108 მუხლით მიმდინარეობს.