ახალქალაქში მცხოვრებლები ჯავახეთის მაჟორიტარ დეპუტატ სამველ მანუკიანს ხვდებიან. მოსახლეობა სკოლამდე მისასვლელ ტრანსპორტს ითხოვს. შეხვედრის ამსახველ ვიდეო მასალას Jnews ავრცელებს.
დეპუტატი, სამველ მანუკიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მოსახლეობა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტს ითხოვს: “სკოლისთვის უნდათ ტრანსპორტის გამოყოფა, რათა ახალქალაქში ბავშვებმა სკოლაში ფეხით არ იარონ.”
შეგახსენებთ, რომ 03 თებერვალს ახალქალაქში მცხოვრებლებმა სახმელეთო საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციიდან რამდნეიმე დღეში სპეციალური წესებით საქართველო-სომხეთის სახმელეთო საზღვარი მოქალაქეებისთვის გაიხსნა.
მაშინ დეპუტატმა სამველ მანუკიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მოსახლეობას 2 დღის შემდეგ შეხვდებოდა, თუმცა იგი ახალქალაქში ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა.
თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook-ს TOK TV, სადაც განახლებულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ