ახალციხეში კლინიკა “იმედის” “ცხელების ცენტრში” გადაყვანილ პირს, რომელიც ახალციხის საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული დღეს, 25 აპრილს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
კლინიკა “იმედის” დირექტორი, გიორგი ბარამიძე გვეუბნება, რომ პირი უკვე გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში.
“დღეს დაუდასტურდა ვირუსი, აქაური არ არის და ადგილობრივებთან კონტაქტიც არ ქონია,”- ამბობს ბარამიძე. მისივე თქმით, “ცხელების ცენტრში” მოთავსებული რვა პაციენტიდან, სამის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. “აქ შემოყვანილ ყველა პაციენტს ვუღებთ ანალიზს. ახლა ჩვენ სამის პასუხს ველოდებით,” – გვითხრა კლინიკის დირექტორმა.
სამცხე-ჯავახეთში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა 16 აპრილს დაფიქსირდა. დაავადებული 30 წლამდე მამაკაცია, რომელსაც ინფიცირებულ ნათესავთან ჰქონდა კონტაქტი.