დაზიანებული მოედნის საფარი, ფეხბურთის და კალათბურთის კარები
ახალციხელები საფეხბურთო მოედნების მოწყობას ითხოვენ
სიუჟეტში ნახავთ თუ რა სირთულეებს იწვევს მოქალაქეებისთვის საფეხბურთო მოედნის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სპორტული მოედანი და რა უსაფრთხოების ზომები უნდა იყოს დაცული.
მაშინ, როდესაც ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ დაზიანებული მოედნების გამო, უჭირთ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ და იქ აქტივობები განახორციელონ, როგორია ახალციხის მერიის გეგმა, აპირებენ თუ არა და როდის სპორტული მოედნების რეაბილიტაციას? – კითხვები მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დავუსვით.
მერის თქმით, პროექტები დასრულდა და ეტაპობრივად დაიწყება 9 აპრილის, კოსტავას და ასპინძის ქუჩაზე, ე.წ ვერიპლანის და რაბათის დასახლებაში მცირე ზომის მოედნების მოწყობაზე ტენდერის გამოცხადება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, სპორტული ობიექტების აღჭურვისთვის, რეაბილიტაციისთვის და მშენებლობისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული.