ახალციხეში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა დღეს 16:00 საათზე სომხურ ეკლესიაში შეკრებას გეგმავს.
“სომხური ერთობის” დირექტორი, აშოტ კავალერიანი გვეუბნება, რომ შეხვედრაზე განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს, თუ რითი შეეძლებათ დაეხმარონ სომხეთს.
“უნდა მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ სომხეთს მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,” – გვითხრა კავალერიანმა.
მისივე თქმით, შეხვედრას ორგანიზებას სომხური სამოციქულო ეკლესია უწევს.
ასევე, გუშინ გვიან ღამით ჯავახეთიდან სომხეთში სურსათით დატვირთული მანქანა გავიდა.
ყარაბაღსა და აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.