ახალციხელმა მძლეოსნებმა, საქართველოს ჩემპიონატში 1 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, გევორქ მეითარჯიანმა 3 000 მეტრ რბენაში ოქროს მედალი, ხოლო 5 000 მ. რბენაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღანიკ კომციანი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ასია აივაზიანმა გოგონათა შორის 1 500 და 800 მეტრ დისტანციზე რბენებში 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გევორქ სარქისიანმა 800 მ. დისტანციაზე რბენაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ანი კიურკჩიანმა , ჰაიკ მარქარიანმა, გევორქ სარქისიანმა , ასია აივაზიანმა ესტაფეტაში ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.
მძლეოსნობაში ტურნირი თბილისში ჩატარდა, რომელშიც საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.