ყველაზე მაღალი აქტივობა ახალციხეში დაფიქსირდა ,სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები, უბნების დახურვიდან 1,5 საათში გამოქვეყნდა და 10 მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა ჯამში 55 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.
ახალციხეში, მინაძის თემში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, 463 ხმა, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, როინი ნებაძემ მიიღო – იგი იყო ერთადერთი კანდიდატი, რომელიც კენჭს იყრიდა.
შუალედურ არჩევნებში, კანდიდატი წარდგენილი არ ყავდათ არცერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის უბანზე არც მათი წარმომადგენელი და არც დამკვირვებელი არ ყოფილა.
არჩევნებში მონაწილეობა სულ, 468 პირმა მიიღო, რომელთაგან 5 ბიულეტინი გაბათილდა. მათგან 208 ქალი და 255 კაცი იყო.
აქვე გეტყვით, რომ არჩევნები წელს პირველად, ელექტრონული ფორმატით ჩატარდა. N17-ე უბანზე სულ, 979 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელთაგან 70-ზე მეტი საზღვარ გარეთ იმყოფებოდა.
ახალციხის საკრებულოში არჩევნები, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო გაიმართა.