ახალციხეში, ახალი სამუსიკო სკოლის აშენება იგეგმება, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი 3,5 მილიონზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სკოლის აშენება შალვა ახალციხელის #5-ში იგეგმება. ამ ეტაპზე ამ ტერიტორიაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გეგმავენ შენობის და ღობის დემონტაჟს და ახლის აშენებას.
ახლა სამუსიკო სკოლა, მეხუთე საჯარო სკოლის გვერდითა შენობაშია მოწყობილი რა ბედი ელის მას? – მერი ირაკლი ლაზარაშვილმა 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვის დროს გვითხრა, რომ გეგმავენ არსებულ სამუსიკო სკოლას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა, მოხსნან მიშენებები და შენობა ხელოვნების სივრცედ გადაკეთდეს. როდის? – უცნობია.
სამუსიკო სკოლა, ორბელიანების სასახლე თუ არტ სალონი
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თანხის 22.3% – სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხოლო, 77.7% – ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.