ახალციხეში, მამაკაცის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. -ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ.
ამავე წყაროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ ღამე რესტორან ” ედემში” მოხდა. დაჭრილი მამაკაცი, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის მენეჯერი გვეუბნება, ოჯახის ახლობლების გადაწყვეტილებით ის თბილისში გადაიყვანეს. როგორ არის დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
ჩვენი რედაქცია მუშაობას განაგრძობს.
ინფორმაცია თავდაპირველად “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.