სამცხე-ჯავახეთში კარანტინის რეჟიმში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა.
ამ დროისთვის კარანტინში სულ – 371 პირი იმყოფება, მათგან ახალციხის საკარანტინო სივრცეში მხოლოდ ერთი პირი, დანარჩენი – ბაკურიანის საკარანტინო სივრცეებში არიან მოთავსებული,- ამის შესახებ TOK TV-ს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ უთხრა.
შემცირებულია სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობაც.
ამ დროისთვის რეგიონის მაშტაბით სულ 5 პირი გადის თვითიზოლაციის 14 დღიან პერიოდს, რომელთაგან 3 ბორჯომში და 2 ასპინძის მუნიციპალიტეტშია. ადიგენში, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში კი არცერთი.