ახალციხეში კერძო ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულება დახურულია.
შემთხვევა 5 მაისს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების მიზეზი.
სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს მოკვლევა. ხოლო, შსს მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
რა მოხდა ბაღში და ვინ იცავს არასრულწლოვანების უსაფრთხოებას კერძო სააღმზრდელო დაწესებულებებში? – ნახეთ სტატიები: კერძო ბაღების რეგულირება – განუხორციელებელი იდეა 2016 წლიდან
რა მოხდა ახალციხის კერძო ბაღში – რეგულირების და გამოძიების მოლოდინში