ახალციხეში, კლინიკა “ევექსში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი ვერ შედგა. ამ დროისთვის რეგისტრაციის პორტალზე არავინ ირიცხება – ინფორმაციას გვაწვდის კლინიკის დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე.
რამდენი ვაქცინა შეიტანეს კლინიკაში? ამის შესახებ კლინიკის დირექტორს ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კლინიკის დირექტორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ რეგისტრაცია პარასკევს, 16 აპრილს დაიწყო.
რეგიონში თავდაპირველად კორონავირუსის ვაქცინის 1 400 დოზა შეიტანეს, თუმცა აიცრა მხოლოდ 26 სამედიცინო პირი.