ახალციხეში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, ისინი კლინიკა იმედში იმყოფებოდნენ, როგორც მენეჯერი მზია კაკოშვილი გვეუბნება, მათ ფილტვების დაზიანება ჰქონდათ.
მისივე თქმით, ერთი პაციენტი შაბათს, ხოლო მეორე კვირას გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 93 პირს დაუდასტურდა. საქართველოს მასშტაბით რიცხვი 8 ათასამდეა.
რაც შეეხება ვაქცინირებულების რაოდენობას, ოფიციალური მონაცემებით კორონავისის საწინააღმდეგო აცრა სულ 1 522 პირმა გაიკეთა, მათგან არცერთი არ აცრილა სამცხე-ჯავახეთში.