საქართველოს უნივერსიტეტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ ოფისში, საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში სამკითხველი სივრცე გაიხსნა.
ბიბლოთეკაში წარმოდგენილია: მხატვრული, საბავშვო, პროფესიული ლიტერატურა, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
“საქართველოს უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი პასუხისმგებლობები და ერთ-ერთი პასუხისმგებლობა არის ის, რომ გუზიაროს ყველა მსურველს ის ცოდნა, ის ინფორმაცია რაც საქართველოს უნივერსიტეტს გააჩნია. ჩვენ გადავწყვიტეთ ბიბლიოთეკების ფორმატის დამტება ჩვენს რეგიონალურ ცენტრებში, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს გაეცნოს: კლასიკურ, საბავშვო, პროფესიულ და სხვა ლიტერატურას.” – TOK TV-ს განუცხადა საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა – კოტე იოსელიანმა.