შემთხვევა დღეს 18 სექტემბერს მოხდა. ბოსტნეულის მყიდველ ქალს გამყიდველმა მამაკაცმა სახისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის გამოც იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „კლინიკაში არის შემოყვანილი 40 წლამდე დაშავებული ქალბატონი, რომელსაც სავარაუდოდ ამ ინციდენტის დროს აქვს მიღებული დაზიანებები თავის არეში, ტარდება კვლევები, პაციენტი რჩება ჩვენთან კლინიკაში, მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“,- განაცხადა TOK TV-სთან საუბრისას კლინიკის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.
შინგანა საქმეთა სამინისტრომ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაიწყო. საქმე 126- მუხლით არის აღძრული.
„ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც შესაძლოა დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვიოს. „პოლიციამ დაადგინა ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა შესაბამისად ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები“, განმარტა TOK TV-სთან საუბრისას „შსს“-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის მედიასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ელზა ჯაქოშვილმა.
ინციდენტთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.