ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ახალციხეში, “კრიტიკული პოლიტიკის” სკოლის გახსნას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას საკუთრივ ორგანიზაცია გვაწვდის.
მათივე ცნობით, სკოლა ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცე იქნება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას, კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.
რაც შეეხება უშუალოდ სკოლას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჩატარდება 16 თეორიული ლექცია. ასევე, იგეგმება გასვლითი ვიზიტები, პრაქტიკული სემინარები და წიგნის/სტატიის კითხვის დღე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, 20-35 ასაკის ახალგაზრდებს.
რატომ გადაწყვიტეს ზემოთაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში “კრიტიკული პოლიტიკის” სკოლის გახსნა და კონკრეტულად რას გულისხმობს პროგრამა. საკითხებზე გვესაუბრება, სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე.
დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს ( დააჭირეთ აქ )