ახალციხეში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს — გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

May 1, 2025

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ბინაში, ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს — გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

როგორც ექსპერტ-კრიმინალისტი დავით მერაბიშვილი აცხადებს, ორივე ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

მეზობლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მკვლელობა სავარაუდოდ გუშინ მოხდა, თუმცა მათივე თქმით, არც გასროლის და არც სხვა რაიმე ხმა არ გაუგიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.