ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის მუნიციპალიტეტში 2021 წლის საახალწლო ღონისძიებისთვის ტკბილეულის შესაძენად 10 000 ლარზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ვკითხულობთ.
ტენდერი მერიამ 19 ნოემბერს გამოაცხადა და განცხადებების მიღების ბოლო ვადა 27 ნოემბრამდე იყო, თუმცა აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ახალციხის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე უცნობია გამოცხადდება თუ არა ხელახალი ტენდერი.