ახალციხეში სრულად რეაბილიტირებული გზები მხოლოდ 20%-ს შეადგენს, მათ შორის არაა “თერთმეტიანების” ასახვევი

November 21, 2025

ახალციხეში სრულად რეაბილიტირებული გზები მხოლოდ 20%-ს შეადგენს

ამ 20 %-ში არ შედის ქალაქ ახალციხეში, ე.წ თერთმეტიანების ქუჩაზე მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც თვეებია დაზიანებულია

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ახალციხეში სრულად რეაბილიტირებული გზები მხოლოდ 20%-ს შეადგენს – ვკითხულობთ ახლაციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დოკუმენტში.

ამ 20 %-ში არ შედის ქალაქ ახალციხეში, ე.წ თერთმეტიანების ქუჩაზე მისასვლელი საავტომობილო გზა, რომელიც თვეებია დაზიანებულია. 

ადგილობრივები გვიყვებიან, რომ არსებული დაზიანებები კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს გზა გადაითხარა.

ახალციხის მერიაში ადასტურებენ, რომ საავტომობილო გზა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყლის სისტემის მოწყობის მიზნით გადათხარა. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი გეგმავს რამდენიმე დღეში დაზიანებული ნაწილის შეკეთებას, თუმცა კონკრეტულად არც დროს და არც სავარაუდო ბიუჯეტს არ ასახელებენ.

დაასრულა თუ არა წყალმომარაგების კომპანიამ ე.წ თერთმეტიანებში მისასვლელ ტერიტორიაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია? – კომპანიაში გვითხრეს, რომ ამის გასაგებად საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ უწყებას წერილით უკვე მივმართეთ. 

დავუბრუნდეთ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს. წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის 2 230 000 ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან გზების მიმდინარე შეკეთებისთვის 180 000 ლარის, ახალი გზების მშენებლობისთის 2 მილიონის და ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვსი 50 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.