ახალციხეში ფეხით მოსიარულეს ფანჯრის შუშა დაეცა

July 13, 2020


შემთხვევა დღეს, 13 ივლისს მოხდა. პაციენტი ახალციხის კლინიკა ევექსში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი, რევაზ კუჭუხიძე TOK TV-სთან საუბარში ამბობს, რომ პაციენტს ჭრილობები შეუხვიეს.

“ახლახანს შემოიყვანეს, პაციენტს ჭრილობები შეუხვიეს და დავიწყებთ გამოკვლევას, პაციენტი არ იმყოფება უგონო მდგომარეობაში”- ამბობს კლინიკის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 124 მუხლით დაიწყო,რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply