ახალციხეში, “ქართული ოცნების” გარდა, თვითმმართველობის არჩევნებში მერების კანდიდატი არცერთ პარტიას არ წარუდგენია, – სიებს ცესკო აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ძლიერ საქართველოს” მერობის კანდიდატი მხოლოდ ბორჯომში ჰყავს დასახელებული. აქ მერობისთვის იზოლდა ლომიძე იბრძოლებს. ეს პირი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, “ლელოს” მხრიდან დეპუტატობის კანდიდატი იყო.
დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე) – ოპოზიციას მერობის კანდიდატები არ ჰყავს.

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, ჯუმბერ ინასარიძე გვეუბნება, რომ მათ ახალციხეში მერობის კანდიდატი შერჩეული ჰყავდათ, თუმცა მისივე თქმით, “დააშინეს და კანდიდატობაზე უარი თქვა.”
სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ეყოლება. ნახეთ ვინ არიან ისინი: ‘’ოცნების” მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთიდან
——
საქართველოში მუნიციალური არჩევნები, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას, პროტესტის ნიშნად, არ იღებს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა. ცესკოს მონაცემებით, მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობისთვის 17-მა პარტიამ მიმართა.