ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩა №11-ში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.
სპორტული მოედანი წლებია შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ბავშვები ამ მოედანზე მაინც თამაშობენ.
თემაზე ვრცელი სიუჟეტი ჩვენმა რედაქციამ გასულ თვეში მოამზადათ:
მინი სტადიონის რეაბილიტაციისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 300 000-ზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით გეგმავენ მიმდებარე ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ახლით ჩანაცვლებას.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 26-30 ივლისს იწარმოებს, სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვეა.