ახალციხეში, ხელოვნური ტბის ტერიტორიაზე შადრევნების რეაბილიტაციისთვის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დაზიანებულია, ახალციხის მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. მერია ამჯერადაც რეაბილიტაციისთვის 250 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად ტენდერი არ შედგა.
სატენდერო დოკუმენტის მიღება იწარმოებს 10-13 სექტემბრამდე. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 12 კვირის ვადაში უნდა შეასრულოს.
ფოტო: ახალციხის მერია/ არქივი