ახალციხეში ჰაერის ტემპერატურა -16 გრადუსამდე დავარდება – სინოპტიკოსების პროგნოზი
ვრცლად ნახეთ ვიდეო
ტექსტი:
ახალციხეში მთელი დღის განმავლობაში თოვს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში ამინდი უფრო გაუარესდება და -16 გრადუსამდე დავარდება. მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოში უამინდობა 22 თებერვლამდე გასტანს – ამ ეტაპზე, ოფიციალური წყაროები ფარავნის უღელტეხილზე, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე, ავტომობილების ნაწილის გადაადგილების შეზღუდვაზე წერენ.