ახალციხის “ცხელების ცენტრში” მოთავსებულ 17 პაციენტს კორონა ვირუსზე ანალიზები აუღეს. ასევე, ანალიზები აუღეს ცენტრის 22 მედ პერსონალსაც. ამის შესახებ TOK TV-ს კლინიკა “იმედის” დირექტორმა, გიორგი ბარძიაძემ უთხრა.
“39 ადამიანის ანალიზია გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. მათ შორის 22 თანამშრომელია, მათ ანალიზები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისამებრ ავუღეთ, ანუ მედ პერსონალს ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს კორონავირუსზე შემოწმება,” – ამბობს ბარძიმაძე.
მისივე თქმით, ანალიზების პასუხები დღეს 28 აპრილს გვიან გახდება ცნობილი.
ამ დროისთვის ახალციხის “ცხელების ” ცენტრში 18 ადამიანია. 17-ის ანალიზები გადაგზავნლია ლაბორატორიაში, ხოლო 1 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 25 აპრილს ახალციხის ცხელების ცენტრში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებული, ახალციხის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი პაციენტია, რომელიც გორის ჰოსპიტალში განაგრძობს მკურნალობას.